შინაარსზე გადასვლა

მაჰსეთი განჯევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰსეთი განჯევი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1089(1089-05-12)
დაბადების ადგილი განჯა[1]
გარდაცვალების თარიღი 1181[1] [2]
გარდაცვალების ადგილი განჯა
საქმიანობა პოეტი[3] , მასწავლებელი და მწერალი
ენა სპარსული ენა
მოქალაქეობა ილდეღიზიდები
პერიოდი XII საუკუნე[4]

მაჰსეთი განჯევი (დ. 1089 - გ. 1181) — XII საუკუნის სპარსელი პოეტი ქალი. წერდა სპარსულ ენაზე. განათლებული, პოეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, თავისუფლად მოაზროვნე პოეტი დიდხანს იყო გაძევებული მშობლიური განჯიდან. სახელი გაითქვა მახვილსიტყვაობით და მუნასიებით სელჩუკ სულთან სანჯარის (1118-1157) კარზე. ავტორია მრავალრიცხოვანი რობაისა, რომელშიც ცხოვრება ფილოსოფიურადაა გააზრებული. წერდა ღაზალებს და ყითას ფორმის ლექსებსაც. მისი სატრფიალო ლირიკა ახლოს დგას ხალხურ პოეზიასთან.

  • Бертелье Е. Э., Низами у Фузули, М., 1962;
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #142467340 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Swartz A. Open Library — 2007.
  3. The Fine Art Archive — 2003.
  4. Czech National Authority Database