მაჰაჯანაპადები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიკური ინდოეთი.მაჰაჯანაპადები

მაჰაჯანაპადები (სანსკრიტულ თარგმანში:„დიდი ქვეყნები“) — ბუდისტურ წყაროებში ასე ეწოდება ინდოეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის ქვეყნებს.

მაჰაჯანაპადების ცნება მომდინარეობს „ჯანაპადიდან“ – ასე ეწოდებოდა ტომთა ტერიტორიას ძვ. წ. 600-ანი წლებიდან, რომლებიც შემდგომ გაერთიანდნენ ტომთა კავშირებად.

ბუდისტური წყაროები ასახელებენ 16 მაჰაჯანაპადს – ბუდას დაბადებამდე არსებულ ქვეყნებს.

ანგუტარა-ნიკაიას მოჰყავს შემდეგი სია:

  1. ქაში
  2. ქოსალა
  3. ანგა
  4. მაგადჰა
  5. ვაჯი (ვრიჯი)
  6. მალა
  7. ვამშა
  8. ჩედი
  9. კურუ
  10. პანჩალა
  11. მატსია
  12. შურასენა
  13. ასაკა
  14. ავანტი
  15. განდჰარა
  16. კამბოჯა

ჩულა-ნირდეშა ამ სიას უმატებს სახელმწიფო კალინგას.

მსგავს სიას მცირეოდენი განსხვავებებით გვაწვდიან ჯაინისტური წყაროებიც.