შინაარსზე გადასვლა

მავსოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მავსოლე

მავსოლე — კარიის (მცირე აზია) მმართველი ძვ. წ. 377/376-ძვ. წ. 353/352 წლებში. იწოდებოდა სპარსეთის სატრაპად, მაგრამ სინამდვილეში დამოუკიდებელი იყო. მავსოლეს სახელმწიფოში შედიოდა კარია, ლიდიის ნაწილი, ქალაქი ჰერაკლეა, იასოსი, ლიკიის ნაწილი. ფაქტობრივად მას ემორჩილებოდა კუნძულები როდოსი, კოსი, ქიოსი, რომლებთანაც მავსოლემ საზავო ხელშეკრულება დადო. ძვ. წ. IV საუკუნის 60-იან წლებში მავსოლემ დედაქალაქი ჰალიკარნასში გადაიტანა. მფარველობდა ბერძნულ კულტურასა და ხელოვნებას. მის სახელთანაა დაკავშირებული მავზოლეუმი, რომელსაც მსოფლიოს შვიდ საოცრებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. მავსოლეს სახელის მიხედვით საფლავის დიდებულ ძეგლებს მავზოლეუმებს უწოდებენ.