ლუბიანსკის მოედანი
ლუბიანსკის მოედანი (რუს. Лубянская площадь), ძერჟინსკის მოედანი ( площадь Дзержинского; 1926-1990) — ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოედანი მოსკოვის ცენტრში. მდებარეობს ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერსკოის რაიონში, ქუჩების: ტეატრალნი პროეზდის, ნიკოლსკაიას ქუჩის, ახალი მოედნის, ლუბიანსკის პროეზდის, მიასნიცკაიას ქუჩის, ბოლშაია ლუბიანკის ქუჩისა და პუშეჩნაიას ქუჩებს შორის.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოედანს სახელი დაარქვეს XIX საუკუნეში არსებული ლუბიანკის უბნის მიხედვით, რომელსაც, თავის მხრივ ეწოდა დიდი ნოვგოროდის რაიონის — ლუბიანიცას სახელი. სახელი ლუბიანკა პირველად მოიხსენიება მატიანეში 1480 წელს, როდესაც ივან III-მ ნოვგოროდის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ მოსკოვში გამოსახლებულ ნოვგოროდიელებს უბრძანა ამ ადგილას დასახლება. სწორედ ნოვგოროდელების მონაწილეობით აშენდა წმინდა სოფიას ეკლესია ნოვგოროდის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის მიბაძვით და სწორედ მათ დაარქვეს ამ ტერიტორიას ლუბიანკა. XIX საუკუნის დასაწყისში მოედანს ეწოდა ნიკოლსკაია — აქ მდებარე კიტაი-გოროდის ნიკოლსკის (პროლომნის) კარიბჭის მიხედვით[1].
1926 წელს მას ეწოდა ძერჟინსკის მოედანი, საბჭოთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამფუძნებლის ფელიქს ძერჟინსკის პატივსაცემად, რომელიც იმავე წლის ზაფხულში გარდაიცვალა. პარალელურად ბოლშაია ლუბიანკას ქუჩას ეწოდა ძერჟინსკის ქუჩა. 1990 წელს მოედანს დაუბრუნდა უწინდელი სახელწოდება — ლუბიანსკის მოედანი[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1480 წელს პირველად აქ გაჩნდა ნოვგოროდიელების ეზოები, რომლებიც დასახლდნენ ნოვგოროდის მოსკოვის სახელმწიფოს მიერთების შემდეგ.
1535-1538 წლებში აღმართეს ჩინეთის-ქალაქის კედელი (Китайгородская стена).
1612 წელს ლუბიანკას მოედანზე გაიმართა ბრძოლა მილიციის ნაწილებსა და პოლონურ ჯარებს შორის, რომლსაც დაკავებული ჰქონდათ მოსკოვის ცენტრი.
XVIII საუკუნის დასაწყისში კიტაი-გოროდის კედლის წინ შვედური ჯარებისაგან თავის დასაცავად თიხის ბასტიონები აღმართეს. დაშალეს მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში დაანგრიეს[2].
1835 წელს მოედნის ცენტრში ააგეს ივან ვიტალის შადრევანი. შადრევანი წყალმიმღების აუზის ფუნქციას ასრულებდა, სადაც სასმელი წყალი მიეწოდებოდა მითიშჩინსკის წყალმომარაგების სისტემიდან[3].
-
ლუბიანსკის მოედანი. XIX საუკუნის ნახატი.
-
სადაზღვეო კომპანია «Россия» ლუბიანსკის მოედანზე, 1900-იანი წლები
-
ლუბიანსკის მოედანი, 1910-იანების დასაწყისი
საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის მარტში ბოლშევიკური მთავრობა პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა. მას ასევე გადმოყვა, 1917 წლის დეკემბერში შექმნილი სპეციალური სტრუქტურა — კონტრრევოლუციისა და დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია (ВЧК), რომელმაც მოსკოვში თავდაპირველად პოვარსკაიას ქუჩაზე მდებარე შენობა დაიკავა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ გადავიდა ბოლშაია ლუბიანკის ქუჩის 11-ში, სადაც მანამდე სადაზღვევო კომპანია საზოგადოება „წამყვანი“ მუშაობდა. „ვეჩეკა“ს თავმჯდომარეს ფელიქს ძერჟინსკის ამ სახლში ოფისი ეკავა 1918 წლის აპრილიდან 1920 წლის დეკემბრამდე.
1931 წლის ბოლოს მოხდა ვიტალის შადრევანის დემონტაჟი[4] (მოედანის რეკონსტრუქციის გამო) და გადაიტანეს ალექსანდრიის სასახლის ეზოში (სადაც ამჟამად მდებარეობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი) ნესკუჩნის ბაღში. ამჟამად არ მუშაობს.
ასევე 1930-იანი წლების დასაწყისში, ძერჟინსკის მოედანზე სპეცსამსახურების მიერ დაკავებული შენობების კომპლექსი პირველად გაფართოვდა. ფურკასოვსკის შესახვევის მხარეს, არქიტექტორების არკადი ლანგმანისა და ივან ბეზრუკოვის დიზაინის მიხედვით, 1932-1933 წლებში მთავარ შენობას დაემატა ОГПУ-ს ახალი შენობა, რომელიც შექმნილია კონსტრუქტივიზმის სულისკვეთებით. Ш-ფორმის მთავარი შენობის ფასადი ფურკასოვსკის შესახვევს უყურებდა, ხოლო მომრგვალებული კუთხეები მალაია ლუბიანკასა და ძერჟინსკის ქუჩას (ბოლშაია ლუბიანკას სახელი 1926 წლიდან 1991 წლამდე) უყურებდა[5].
1958 წელს მოედნის ცენტრში, ყოფილი შადრევანის ადგილზე ძერჟინსკის ძეგლი დაიდგა (მოქანდაკე ე. ვუჩეტიჩი).
1990 წლის 30 ოქტომბერს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, საზოგადოება „მემორიალმა“ მოედანზე დაადგა გულაგის მსხვერპლთა ძეგლი, სოლოვკიდან ჩამოტანილი დიდი ქვა.
1991 წლის 22 აგვისტოს, აგვისტოს პუტჩის შემდეგ ძერჟინსკის ქანდაკება დაშალეს და გადაიტანეს ხელოვნების პარკში, სადაც ის დღემდეა შემორჩენილი, საბჭოთა პერიოდის სხვა ძეგლების მიმდებარედ.
ლუბიანსკის მოედანზე მდებარეობს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Москва: все улицы, площади, бульвары, переулки / Вострышев М. И. — М.: Алгоритм, Эксмо, 2010. — С. 301—302. — ISBN 978-5-699-33874-0.
- ↑ Лубянская площадь в Москве. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-19. ციტირების თარიღი: 2023-08-19
- ↑ Лубянская площадь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-27. ციტირების თარიღი: 2023-08-19
- ↑ «Вечерняя Москва», 17 сентября 1931 г.
- ↑ Попасть на Лубянку. Никита Брусиловский. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-07. ციტირების თარიღი: 2022-07-11