ლორის მაზრა
იერსახე
ლორის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1801 წელს. მაზრის ცენტრი თბილისი. 1802 წელს ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის საფუძველზე ლორის მაზრამ მოიცვა ქვემო ქართლის, შამშადილოს, ყაზახას, ბორჩალოსა და ბამბაკის ტერიტორიები. 1804 წელს ლორის მაზრას ეწოდა თბილისის მაზრა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 296.