ლომერ ახვლედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლომერ ახვლედიანი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1934
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 2022 (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა
  • კინოოპერატორი
მეუღლე(ები) ნანა ავალიშვილი
შვილ(ებ)ი ნინო ახვლედიანი

ლომერ ახვლედიანი (დ. 2 ოქტომბერი, 1934 — გ. 11 თებერვალი, 2022[1]) — ქართველი კინოოპერატორი. ქართველი კინოსა და თეატრის რეჟისორის ნინო ახვლედიანის მამა[2]. საქართველოს სახალხო არტისტი (1984 წ.). შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979 წ.)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1934 წლის 2 ოქტომბერს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი; 1975 წელს კი მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით.

იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციის წევრი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი.

გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა
  2. Пока все дома — дом третий. Большой город (1 დეკემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-28. ციტირების თარიღი: 2016-04-19.