ლოკ-საბჰა
ლოკ-საბჰა (ჰინდი लोकसभा; ქართ. სახალხო პალატა) — ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატა. ლოკ-საბჰას წევრები აირჩევიან მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე პირდაპირი, საყოველთაო, ფარული კენჭისყრის შედეგად. კონსტიტუციის თანახმად, ლოკ-საბჰის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება — 552 დეპუტატით (530 შტატიდან, 20 მოკავშირე ტერიტორიიდან და 2 პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრისაგან — ბრიტანული წარმოშობის ინდოელთა ინტერესების დასაცავად.) ლოკ-საბჰა ირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში, მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაიზარდოს კიდევ ერთი წლით. მე-14 ლოკ-საბჰა დაკომპლექტდა 2004 წლის აპრილ-მაისის არჩევნების საბოლოო შედეგებით. ამჟამად, მოქმედებს 2009 წელს არჩეული მე-15 ლოკ-საბჰა.
პირობები ლოკ-საბჰას დეპუტატთათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოკ-საბჰას დეპუტატი შეიძლება გახდეს ფსიქიკურად ჯანმრთელი, ინდოეთის ნებისმიერი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს, აგრეთვე, მოწმობა იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
ლოკ-საბჰას ხელმძღვანელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოკ-საბჰას ხელმძღვენელობა შედგება შემდეგი თანამდებობის პირთაგან:
- სპიკერი
- ვიცე-სპიკერი
- პალატის ლიდერები (ისინი თვალყურს ადევნებენ სამთავრობო კანონპროექტების მსვლელობას პალატაში)
- ოპოზიციის ლიდერი
- გენერალური მდივანი