ლოკ-საბჰა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდოეთის პარლამენტის შენობა

ლოკ-საბჰა (ჰინდი लोकसभा; ქართ. სახალხო პალატა) — ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატა. ლოკ-საბჰას წევრები აირჩევიან მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე პირდაპირი, საყოველთაო, ფარული კენჭისყრის შედეგად. კონსტიტუციის თანახმად, ლოკ-საბჰის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება — 552 დეპუტატით (530 შტატიდან, 20 მოკავშირე ტერიტორიიდან და 2 პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრისაგან — ბრიტანული წარმოშობის ინდოელთა ინტერესების დასაცავად.) ლოკ-საბჰა ირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში, მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაიზარდოს კიდევ ერთი წლით. მე-14 ლოკ-საბჰა დაკომპლექტდა 2004 წლის აპრილ-მაისის არჩევნების საბოლოო შედეგებით. ამჟამად, მოქმედებს 2009 წელს არჩეული მე-15 ლოკ-საბჰა.

პირობები ლოკ-საბჰას დეპუტატთათვის[რედაქტირება]

ლოკ-საბჰას დეპუტატი შეიძლება გახდეს ფსიქიურად ჯანმრთელი, ინდოეთის ნებისმიერი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს, აგრეთვე, მოწმობა იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

ლოკ-საბჰას ხელმძღვანელობა[რედაქტირება]

ლოკ-საბჰას ხელმძღვენელობა შედგება შემდეგი თანამდებობის პირთაგან:

  • სპიკერი
  • ვიცე-სპიკერი
  • პალატის ლიდერები (ისინი თვალყურს ადევნებენ სამთავრობო კანონპროექტების მსვლელობას პალატაში)
  • ოპოზიციის ლიდერი
  • გენერალური მდივანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]