ლიხნის ეკლესია აბა-ათა
იერსახე
ლიხნის ეკლესია „აბა-ათა“ — ეკლესია სოფელ ლიხნში, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.