შინაარსზე გადასვლა

ლერი აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ლერი ივანეს ძე აბაშიძე (დ. 25 დეკემბერი, 1935, ხაშური, — გ. 30 ივლისი, 1994, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1993).

1954 წლიდან მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1968 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია. 1973 წ. დაინიშნა ციმბირსა და მონღოლეთში დისლოცირებული მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად. 1979 წელს გენერალ-მაიორი ლერი აბაშიძე დაინიშნა ციმბირის სამხედრო ოლქის კორპუსის მეთაურის მოადგილედ. 1981-1989 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ სამხედრო კომისარი, 1989-1991 წლებში — ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ უმაღლესი სასწავლებლებისა და ჯარსგარეშე მომზადების დარგში. 1991-1992 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. 1992 წლიდან იყო ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან და მთავარსარდალთან არსებული სამხედრო კონსულტანტ-ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელი და მთავარი სამხედრო მრჩეველი.