ლემორნ-ბრაბანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლემორნ-ბრაბანტის კულტურული ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მავრიკის დროშა მავრიკი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°27′38″ ს. გ. 57°18′49″ ა. გ. / 20.46056° ს. გ. 57.31361° ა. გ. / -20.46056; 57.31361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1259
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ლემორნ-ბრაბანტი (ფრანგ. Le Morne Brabant) — ნახევარკუნძული და ყველაზე ქარიანი მხარე კუნძულ მავრიკის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. ყველაზე უკეთ ცნობილია ამავე სახელწოდების ბაზალტური კლდით, რომელიც ზღვის დონიდან 556 მეტრზეა აზიდული და რომელიც მავრიკის ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობას და ცნობილ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს. მწვერვალი 12 ჰა-ზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. გამოირჩევა უამრავი გამოშვერილი მღვიმითა და მკვეთრად ჩაშვებული კალთებით, გარშემორტყმულია ლაგუნით. ეს კლდე ერთ-ერთია მსოფლიოს უიშვიათესი მცენარის Hibiscus fragilis-ის სულ არსებული სამი გავრცელების არეალიდან. ასევე გავრცელებულია სხვა უიშვიათესი მცენარეები. ტერიტორიას ახასიათებს საკუთარი მიკროკლიმატი.

ლემორნ-ბრაბანტის ნახევარკუნძული

ბორცვი ცნობილი გახდა XIX საუკუნეში, როდესაც გაქცეული მონები მას თავშესაფრად იყენებდნენ. მავრიკიში მონობის გაუქმების შემდეგ, 1835 წლის 1 თებერვალს მწვერვალს პოლიციელთა ჯგუფი ეწვია, რათა მონებისთვის ეცნობებინათ, რომ ისინი ამიერიდან თავისუფალნი იყვნენ. მაგრამ მონებმა პოლიციელთა გამოჩენა არასწორად გაიგეს და სიცოცხლე კლდიდან გადახტომით მოისწრაფეს. ამის შემდეგ, ამ დღეს მავრიკელი კრეოლები ყოველწლიურად აღნიშნავენ, მონობის გაქუმების აღსანიშნავად.

2008 წელს ლემორნ-ბრაბანტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1259
ინგლ.რუს.ფრ.