ააპრავასი-გჰატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ააპრავასი-გჰატი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მავრიკის დროშა მავრიკი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°09′31″ ს. გ. 57°30′11″ ა. გ. / 20.15861° ს. გ. 57.50306° ა. გ. / -20.15861; 57.50306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1227
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1227
ინგლ.რუს.ფრ.

ააპრავასი-გჰატი (ჰინდ. Aapravasi Ghat) — შენობათა კომპლექსი ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ მავრიკიზე, მის დედაქალაქ პორტ-ლუიში. მავრიკი პირველი ბრიტანული კოლონია იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო. 1849 - 1923 წლებში, ნახევარი მილიონი ხელშეკრულებითი მუშა ინდოეთიდან ამ კუნძულზე გადმოსახლდა ბრიტანულ პლანტაციებში სამუშაოდ.[1] მუშათა ფართომასშტაბიანმა მიგრაციამ ბრიტანეთის ყოფლი კოლონიებში ინდური საზოგადოებების წარუხოცელი კვალი დატოვა, სადაც დღესაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ინდოელები შეადგენენ.[2] დღეისათვის, მავრიკის მოსახლეობის 68% ინდური წარმოშობისაა. აღნიშნულმა იმიგრაციამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მავრიკის ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაში.

XX საუკუნის შუა წლებში მიმდინარე გამალაბეული ინფრასტრუქტურული განვითარების გამო, მთლიანი ნაგებობის კომპლექსიდან მხოლოდ სამი ქვის შენობა გადარჩა. ისინი ამჟამად გამოცხადებულია მავრიკის ეროვნულ მონუმენტად და დაცულია ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის კანონმდებლობით. იმიგრაციის როლი მავრიკის სოციალურ ისტორიაში ასევე აღიარა იუნესკომ, როდესაც 2006 წელს, იმდროინდელი მონუმენტები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deerpalsingh, Saloni. An Overview of Indentured Labour Immigration in Mauritius. Global People of Indian Origin (GOPIO) Souvenir Magazine, July 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 11 September 2009.
  2. The Caribbean. High Level Committee on Indian Diaspora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 11 September 2009.
  3. Aapravasi Ghat. World Heritage Center. ციტირების თარიღი: 11 September 2009.