ლეიშმანია
იერსახე
ლეიშმანია (ლათ. Leishmania) — უმარტივესთა გვარი შოლტოსნების კლასისა. მათი მსხლისებური სხეულის სიგრძე 2-4 მკმ აღწევს. იბუდებენ რეტიკულურ-ენდოთელიუმური სისტემის უჯრედებში, ლიმფურ კვანძებში. გადამტანი ცხოველის (მოსკიტის) სხეულში ისინი შოლტიან (ლეპტომონადურ) ფორმად გარდაიქმნებიან და აქვე მრავლდებიან. ლეიშმანია იწვევს ლეიშმანიოზის. ცნობილია ლეიშმანიის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან 3 (ლათ. Leishmania donovani, Leishmania tropica და ლათ. Leishmania brasiliensis) ადამიანისა და ზოგი ცხოველის (მაგ., ძაღლის) პარაზიტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 163.