შინაარსზე გადასვლა

ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეიბორისტული პარტია
Labour Party
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ხელმძღვანელობა
ლიდერი კირ სტარმერი
თავმჯდომარე ანჯელა რეინერი
გენერალური მდივანი დევიდ ევანსი
ისტორია
დაფუძნდა 27 თებერვალი, 1900; 124 წლის წინ (1900-02-27)
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია[1]
დემოკრატიული სოციალიზმი[2]
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპელი სოციალისტების პარტია
წევრი 519,000[3]
ფერები     
შტაბ-ბინა ლონდონი[4]
labour.org.uk

ლეიბორისტული პარტია (ინგლ. Labour Party) — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია და მმართველი ძალა გაერთიანებულ სამეფოში.

პარტია დაარსდა 1900 წელს, როგორც მუშათა წარმომადგენელთა კომიტეტი. 1906 წლიდან ამჟამინდელი სახელი ჰქვია. 1918 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ლეიბორისტული პარტიის წესდება-კონსტიტუცია. ამავე წლის აგვისტოში მიიღეს პროგრამული დოკუმენტი „შრომა და ახალი სოციალური წყობა“.

პარტიის ორიენტაცია სოციალ-დემოკრატიულია და დაკავშირებულია პროფკავშირების მოძრაობასთან. პირველად მთავრობაში მოვიდა 1924 წელს. 2010-2015 წლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო ედ მილიბენდი, რომელიც 2015 წლის გენერალურ არჩევნებში პარტიის დამარცხების გამო პოსტიდან გადადგა, ხოლო მისი ადგილი ჯერემი კორბინმა დაიკავა. 2024 წლის 4 ივლისს ლეიბორისტულმა პარტიამ, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, დიდი გამარჯვება მოიპოვა გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში, რითაც თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 412 ადგილს დაიკავებენ.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარტიის ოფიციალური საიტები
  1. Nordsieck, Wolfram. (2017)United Kingdom. Parties and Elections in Europe. ციტირების თარიღი: 3 May 2018.
  2. Adams, Ian (1998) Ideology and Politics in Britain Today, illustrated, reprint, Manchester University Press, გვ. 144–145. ISBN 978-0-7190-5056-5. ციტირების თარიღი: 21 March 2015. 
  3. Labour membership falls slightly but remains above 500,000. the Guardian (8 August 2019). ციტირების თარიღი: 8 August 2019.
  4. Stephen O'Shea and James Buckley. (8 December 2015) Corbyn’s Labour party set for swanky HQ move. ციტირების თარიღი: 8 October 2017.
  5. 2024 UK general election results in graphics