ლევან ჭოღოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ჭოღოშვილი
დაიბადა 22 მაისი, 1953 (1953-05-22) (70 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი

ლევან ჭოღოშვილი (დ. 22 მაისი, 1953, თბილისი) — ქართველი მხატვარი. ძველი ქრისტიანული მხატვრობის დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე.

დაიბადა მათემატიკოს გიორგი ჭოღოშვილის და ენათმეცნიერ მზია ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მხატვარ-ფერმწერის სპეციალობით.

ლევან ჭოღოშვილის მხატვრობის თემას უმთავრესად პორტრეტი შეადგენს. მის შემოქმედებაში გვხვდება ქართველი არისტოკრატების ჯგუფური პორტრეტები, საქართველოს მეფეთა პორტრეტების სერიები, რელიგიურ თემატიკა, საქართველოს ისტორიის ამსახველი სურათები, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა სახეები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995: ანკარის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, მთავარი პრიზი
  • 1995: კანის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი, საუკეთესო ნაციონალური სელექციისათვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]