შინაარსზე გადასვლა

ლევან მოსეშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან მოსეშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1940
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 5 მარტი, 2020 (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 198 სმ
წონა 96 კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ და საქართველო
კლუბი დინამო თბილისი

ლევან მოსეშვილი (დ. 23 მაისი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ, — გ. 5 მარტი, 2020[1]) — ქართველი კალათბურთელი. 1959−1972 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“. 1963–1964 წლებში სსრკ ნაკრებში. 1972–1997 და 2000−2003 წლებში თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. 1997–1999 საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2004–2009 წლებში „თბილვიამშენის“ მთავარი მწვრთნელი. 2010–2011 წლებში სკ „არმიის“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

ტიტულები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
  • ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
  • სსრკ ჩემპიონი: 1968
  • სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
  • ევროპის თასის ფინალისტი: 1969
  • სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
  • სსრკ თასი: 1969
  • სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
  • სსრკ თასის ფინალისტი: 1973
  • სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1977
  • საქართველოს ჩემპიონი: 1991, 1992, 2006, 2011
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 1996, 1997, 2002, 2005, 2007, 2008
  • საქართველოს ჩემპიონატი; მესამე ადგილი: 2000, 2009
  • საქართველოს თასი: 2007, 2008, 2011
  • საქართველოს სუპერთასი: 2009, 2011
  • სპორტის რაინდი — 2012
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1962 ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი ჟენევა, შვეიცარია 1st
1964 ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები ტოკიო, იაპონია 2nd
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 239, თბ., 1998–1999;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 128, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]