ლაჰილის უღელტეხილი
იერსახე
ლაჰილის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°55′02″ ჩ. გ. 42°33′22″ ა. გ. / 42.9174333° ჩ. გ. 42.5562694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 4000 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო ბილიკი |
ამგებელი ქანები | ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტი, ფიქალი და მარმარილოს ლინზა |
ლანდშაფტი | გლაციალურ-ნივალური |
ლაჰილის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ლაილჭალის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, ფიქლებით და მარმარილოს ლინზებით. ახასიათებს გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. ლაჰილის უღელტეხილი საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარეების ცხენისწყლისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ენგურის (მესტიის მუნიციპალიტეტი) ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.