ლაპიტოსი (ქალაქ-სახელმწიფო)
ლაპიტოსი (ბერძ. Λάπηθος) — მონარქიული ქალაქ-სახელმწიფო ბრინჯაოსა და რკინის ხანებში. მდებარეობდა კვიპროსის ჩრდილოეთით, თანამედროვე ქალაქ ლაპიტოსის ტერიტორიაზე.
ასურული წყაროების მიხედვით ასარხადონის მმართველობის პერიოდში ლაპიტოსი შედიოდა კუნძულის 11 ქალაქ-სახელმწიფოთა სიაში, ამავე დროს იგი არ მოიხსენიება კიტიონის სტელის წარწერაში.
კუნძულზე აქემენიანების მმართველობის პერიოდში ლაპიტოსი ფინიკიელი ვაჭრებისა და მეზღვაურების კოლონია იყო. ფსევდო-სკილაქსი თვლის, რომ ქალაქი სწორედ ფინიკიელების დაარსებული უნდა იყოს, თუმცა სტრაბონი თავის გეოგრაფიაში წერს, რომ ლაპიტოსი სპარტიდან გადმოსახლებულებმა დააარსეს.
ლაპიტოსის უკანასკნელი მეფე პრაქსიპი ძვ. წ. 312 წელს დაამხო პტოლემეების ეგვიპტს მმართველმა პტოლემე I-მა.
1931 წლიდან ლაპიტოსში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც სათავეში ედგა პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია ბერტ ჰოჯ ჰილის ხელმძღვანელობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- C. D. Cobham: Excerpta Cypria: materials for a history of Cyprus (Cambridge 1908). Nützliche Sammlung von Schriftquellen zur zyprischen Geschichte.
- Thomas W. Davis, A History of American Archaeology on Cyprus. The Biblical Archaeologist 52/4, 1989, 163-169.
- M. Fortin: Fondations de villes Grecques à Chypre: legendes et decouvertes archaeologiques. In: J.-B. Caron/M. Fortin/G. Maloney (изд.), Melanges d'etudes anciennes offertes à Maurice Lebel, Quebec, Editions du Sphinx 1980
- E. Gjerstad: The colonisation of Cyprus in Greek legend. Opuscula Archaeologia 3, 1944, 107-123.
- D. Hunt: Footprints in Cyprus. London, Trigraph 1990
- D. W. Rupp: The seven kings in the land of Ia', a district of Ia-ad-na-na: Achaean bluebloods, Cypriot parvenues or both? in: K. J. Hortswick/M. Sturgeon/C. Stefanos (изд.), Studies in honour of Brunhilde Sismondo, University Museum Monograph 100 (University of Pennsylvania, University Museum of archaeology and anthropology, 1998) 209-222.
- L. Steel: The establishment of the city kingdoms in Iron Age Cyprus: an archaeological commentary. Report of the Department of Antiquities of Cyprus 1993, 147-156.