კრასნოდარის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი
კრასნოდარის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 45°00′53″ ჩ. გ. 38°58′00″ ა. გ. / 45.01472° ჩ. გ. 38.96667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | კრასნოდარის მხარე |
ადგილმდებარეობა | კრასნოდარი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1853-1872 |
კრასნოდარის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი (რუს. Александро-Невский собор) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოდარში. დაანგრიეს 1932 წელს და აღადგინეს ჩვენს ეპოქაში, 2006 წელს.
მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინოდარის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეს სამხედრო ფინანსებით 1853 წლის 1 აპრილს. ეკატერინოდარის ბაზრის მოედანზე. მშენებლობა, რომელზეც დაიხარჯა დაახლოებით 100 000 რუბლი, გაგრძელდა 19 წელი. ტაძარი აკურთხეს 1872 წელს. დიდი ხნით მშენებლობის გახანგრძლივება გამოიწვია სამშენებლო მასალის, ხოლო მოგვიანებით ფინანსების არქონამ.
ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი ააგეს რუსულ-ბიზანტიურ არქიტექტურულ სტილში, რომელიც გავრცელებული იყო XIX საუკუნის პირველი მესამედის რუსეთში. ტაძრის გეგმა, თუ არ ჩავთვლით აფსიდისა და საკურთხევლის მხარეს, წარმოადგენს სიმეტრიულბოლოებიან ჯვარს. აღმოსავლეთის კუთხის ორი მცირე გუმბათი სვეტოვანია, ხოლო დასავლეთის წყვილი - დეკორატიული, ასრულებს სამრეკლოს როლს. თითოეული მცირე გუმბათი შედგება ოტხკუთხა გუმბათის ყელისაგან და მოოქროვილი გუმბათი თავისაგან.
ალექსანდრე ნეველის ტაძარში შემონახულია ყუბანის კაზაკობის რელიქვიები, მათ შორის ყუბანის ყაზანთა პოლკის რეგალიები, აქ იმართებოდა ეკატერინოდარის კაზაკობის ყველა საზეიმო ცერემონიალი. ტაძართან მოქმედებდა ცნობილი ქორო, რომლის საფუძველზეც შემდეგში დაარსდა ყუბანის კაზაკთა ქორო.
რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ტაძრის კედლებში დაასაფლავეს ყუბანის კაზათა ყოფილი ატამანი მიხაილ ბაბიჩი და ასევე თეთრგვარდიელთა მოძრაობის ცნობილი სახეები: გენერალ-მაიორი კონსტანტინ გეიდემანი, გენერალ-მაიორი მიხაილ დროზდოვსკი, პოლკოვნიკი ალექსი მოროზოვი.
XX საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარს მოხსნა გუმბათი და მასში განათავსეს ათეიზმის მუზეუმი. 1932 წელს ქალაქის მუშათა, გლეხთა, კაზაკთა და წითელარმიელთა საბჭოს გადაწყვეტილებით ეკლესია ააფეთქეს.
გადაწყვეტილება მისი აღდგენის შესახებ მიიღო კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩიოვმა 2003 წელს. ტაძრის საფუძვლის საზეიმო ჩაყრა გაიმართა ამავე წლის 17 დეკემბერს. სამხედრო ტაძარი ააშენეს ახალ ადგილზე, ეს ტერიტორია მდებარეობდა ციხესიმაგრის მოედნის ახლოს, სადაც ადრე განთავსებული იყო ხის აღდგომის ტაძარი, რომელიც სიძველისაგან დაინგრა 1879 წელს.
ტაძრის მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ტაძრის სამრეკლო და გუმბათი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ. 2006 წლის 28 მაისს კალინინგრადისა და სმოლენსკის მიტროპოლიტმა კირილემ აკურთხა სრულიად დასრულებული ალექსანდრე ნეველის ტაძარი. სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით ტაძრის აღდგენაზე დაიხარჯა 180 მლნ რუბლზე მეტი.