კრალიცკი-სნეჟნიკი
იერსახე
კრალიცკი-სნეჟნიკი | |
---|---|
კრალიცკი-სნეჟნიკის ხედი სამხრეთიდან | |
კოორდინატები: 50°12′25″ ჩ. გ. 16°50′56″ ა. გ. / 50.20694° ჩ. გ. 16.84889° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი პოლონეთი |
სიმაღლე | 1424 მ |
კრალიცკი-სნეჟნიკი (ჩეხ. Králický Sněžník) — მთა ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ სუდეტებში, ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვარზე. სახელი სნეჟნიკი სიტყვა „თოვლიდან“ მომდინარეობს, რადგან მთა წლის მანძილზე რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თოვლითაა დაფარული. ჩეხურში, ზედსართავი სახელი „კრალიცკი“ დამატებულია იმის გამო, რომ ეს მთა სხვა მთისგან — დეჩინსკი-სნეჟნიკისგან გაარჩიონ.
კრალიცკი-სნეჟნიკი სნიზნიკის მთების უმაღლესი წერტილია. მასივი მესამეულ სისტემაში ჩამოყალიბდა და ის წყალგამყოფს წარმოადგენს შავ, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებისთვის.
1990 წელს, ჩეხეთის მხარეს სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი ბუნების ნაკრძალი შეიქმნა. ასევე დაცულია პოლონეთის მხარე, სადაც შექმნილია სნეჟნიკის ლანდშაფტის პარკი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მდინარე მორავის სათავე კრალიცკი-სნეჟნიკის მთაზე
-
მთის წვერზე აღმართული პატარა სპილოს ქანდაკება
-
კრალიცკი-სნეჟნიკის ხედი სამხრეთიდან, 2008 წლის მაისი
-
მთის ხედი სამხრეთიდან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Natural Reservation Králický Sněžník (in Czech and German)
- Photo gallery
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: