შინაარსზე გადასვლა

კორფუს დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორფუს დეკლარაცია
ძალაში შევიდა 20 ივლისი, 1917
ხელი მოაწერეს ნიკოლა პაშიჩი, ანტე ტრუმბიჩი

კორფუს დეკლარაცია1917 წლის 20 ივლისს კუნძულ კორფუზე ხელმოწერილი შეთანხმება სერბეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლა პაშიჩისა და იუგოსლავიის კომიტეტის თავმჯდომარის ანტე ტრუმბიჩის მიერ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასასრულს სერბეთის სამეფოსა და ავსტრია-უნგრეთის იუგოსლავიის მიწების გაერთიანებას ერთ სახელმწიფოდ - „სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოში“ სერბების დინასტიის კარაჯორჯევიჩის ეგიდით ითვალისწინებდა.

11 აგვისტოს შეთანხმებას შეუერთდა მონტენეგროს ეროვნული გაერთიანების კომიტეტი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ზოგიერთი სლოვენიელი და ხორვატი პოლიტიკოსი ანტანტის გამარჯვებაზე ფსონი დადო. ომის მიმდინარეობისას ავსტრია-უნგრეთიდან გაქცეულებმა იუგოსლავიის ემიგრაციის ორი პოლიტიკური ცენტრი რომსა და ნიშში შექმნეს.

1915 წლის იანვარში რომაული ცენტრის ბაზაზე იუგოსლავიის კომიტეტი შეიქმნა, სადაც ხორვატიის, დალმაციის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და სლოვენიის მთავარი პოლიტიკური მოღვაწეები შედიოდნენ. ლონდონში გადასვლის შემდეგ, იუგოსლავიის კომიტეტმა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო და ავსტრია-უნგრეთის იუგოსლავიელი ხალხების სახელით მოილაპარაკა ანტანტის ქვეყნების მთავრობებთან, ასევე სერბეთთან და შეერთებულ შტატებთან.

1915 წლის ოქტომბერში სერბეთის არმია ყველა ფრონტზე დამარცხდა  და კოლოსალური დანაკარგებით ადრიატიკისკენ დაიხია. სამხედრო ნაშთები მოკავშირეებმა კუნძულ კორფუზე გადაისროლეს.

1917 წელს შექმნილ ვითარებაში სერბეთის მმართველი წრეები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ემიგრანტულ იუგოსლავიის კომიტეტთან. 1917 წლის ივნისის შუა რიცხვებში კუნძულ კორფუზე სერბეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლა პაშიჩსა და იუგოსლავიის კომიტეტის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებებში მხარეთა საწყისი პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებული იყო: პასიჩი „დიდი სერბეთის“ მომხრე იყო, იუგოსლავიის კომიტეტი კი ფედერალურ იუგოსლავიას უჭერდა მხარს. თუმცა, საგარეო პოლიტიკური ვითარება კომპრომისის აუცილებლობაზე მიანიშნებდა, რადგან მსოფლიოში სამხრეთ სლავების ინტერესებზე ზრუნვას აღარავინ აპირებდა და ისინი მხოლოდ საკუთარ თავის იმედზე უნდა ყოფილიყვნენ.

კორფუს დეკლარაციის გამოქვეყნებამ იუგოსლავიის ხალხებში ენთუზიაზმის ტალღა გამოიწვია. ერთადერთი დამარცხებული იყო მონტენეგროს სამეფო დინასტია - ჩერნოგორიის მეფე ნიკოლა I პეტროვიჩი სამეფოს გარეშე დარჩა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]