კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ინგლ. The Convention on the Elimination of all Forms of Discrimination Against Women, შემოკლ. CEDAW) ― საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე 1979 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით მიიღეს. კონვენციას ქალთა საერთაშორისო უფლებათა ბილს უწოდებენ. კონვენცია 1981 წლის 3 სექტემბრიდანაა ძალაში და 189 სახელმწიფოს მიერაა რატიფიცირებული.[1] იმ ქვეყნებიდან, რომელთაც კონვენცია რატიფიცირებული აქვთ, 38-მა უარი განაცხადა 29-ე მუხლის ამოქმედებაზე, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონვენციის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე წარმოშობილ დავებს შეეხება.[2] აშშ-სა და პალაუს ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი, მაგრამ რატიფიცირებული არ აქვთ. კონვენციაზე ხელი არ აქვთ მოწერილი: წმინდა საყდარს, ირანს, სომალს, სუდანსა და ტონგას.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მსგავსი ფორმატი აქვს „ძირითადი მოთხოვნებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების“ გათვალისწინებით.[3] კონვენცია ექვსი ნაწილისგანშედგება და 30 მუხლს მოიცავს:[4]
- ნაწილი I (მუხლები 1-6) აქცენტს აკეთებს სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციაზე, სტერეოტიპებსა და ტრეფიკინგზე.
- ნაწილი II (მუხლები 7-9) ხაზს უსვამს ქალთა უფლებებს საჯარო სფეროში. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, წარმომადგენლობასა და ეროვნების უფლებებზე.
- ნაწილი III (მუხლები 10-14) აღწერს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს, განსაკუთრებით, განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის უფლებებს. მესამე ნაწილში ხაზგასმულია სოფლად მცხოვრები ქალების განსაკუთრებული პრობლემები და მათთვის მინიჭებული უფლებები.
- ნაწილი IV (მუხლები 15-16) გამოკვეთს ქალთა თანასწორ უფლებას ქორწინებასა და ოჯახის შექმნაში და თანასწორობას კანონის წინაშე.
- ნაწილი V (მუხლები 17-22) აყალიბებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს და მონაწილე სახელმწიფოებს ვალდებულებას აკისრებს კომიტეტში მოხსენებების წარდგენის შესახებ.
- ნაწილი VI (მუხლები 23-30) აღწერს კონვენციის ეფექტებს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებსა და კონვენციის ადმინისტრაციულ საკითხებს.
მუხლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს სტატია/სექცია არ არის დასრულებული სახის. ვიკიპედიის ერთ-ერთი რედაქტორი თვლის, რომ ამ სტატიის მხოლოდ ნაწილია დაწერილი და ის არ არის დასრულებული სახის. |
პირველ მუხლში ქალის დისკრიმინაცია განმარტებულია როგორც:[4] „სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან შეზღუდვა, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონოიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- CEDAW site
- Convention text
- List of parties
- Introductory note by Dubravka Šimonović, procedural history note and audiovisual material on the Convention on the Elimination of All Forms of Discrimination Against Women in the Historic Archives of the United Nations Audiovisual Library of International Law
- The Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women and its Optional Protocol: Handbook for Parliamentarians, Inter-Parliamentary Union 2003
- UN WOMEN "Women, War & Peace"
- UN WOMEN Singapore Committee – Governance, Peace & Security
- UN WOMEN "Violence Against Women"
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations Treaty Collection. United Nations.
- ↑ Declarations, Reservations and Objections to CEDAW. United Nations. ციტირების თარიღი: 2011-09-27
- ↑ Henkin, Louis (2009). Human Rights. Foundation Press, გვ. 221.
- ↑ 4.0 4.1 Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women. ციტირების თარიღი: 2015-05-08
- დაუსრულებელი სტატიები
- გაეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ალბანეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ალჟირის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ანდორის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ანგოლის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ანტიგუა და ბარბუდის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- არგენტინის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ავსტრალიის საერთაშორისო ხელშეკრულებები