შინაარსზე გადასვლა

კოკონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოკონა

ჩვეულებრივი კოკონა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bucephala (Baird, 1858)

კოკონა (ლათ. Bucephala) — იხვების გვარი ბატისნაირთა რიგისა. სხვა იხვებისაგან გამოირჩევიან ნისკარტის აგებულებით, თანაც უკანა თითზე ფართო ლაპოტი აქვთ. გვარში 3 სახეობაა: ისლანდიური კოკონა (Bucephala islandica), რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიისა და ისლანდიაში, ჩვეულებრივი კოკონა (Bucephala clandula), რომელიც გვხვდება ევროპისა, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში და მცირე კოკონა (Bucephala albeola). საქართველოს ფარგლებში მიმოფრენისას და ზამთარში გვხვდება ჩვეულებრივი კოკონა. კოკონა ბინადრობს ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე. ხის ფუღუროში. მაისში დებს 4-14 კვერცხს, იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით. ზოგჯერ ლიფსიტებსაც ჭამს. კოკონა სანადირო ობიექტია.