კლეოპატრა თეა
კლეოპატრა თეა, მეტსახელად ეურგერტესი (ბერძ. Κλεοπάτρα Θεά; დ. ძვ. წ. 164 — გ. ძვ. წ. 121) — პტოლომეუს VI-ის ქალიშვილი. ის მართავდა სელევკიდების სახელმწიფოს ძვ. წ. 125 წლიდან მის გარდაცვალებამდე, ძვ. წ. 121 ან 120 წლამდე,[1][2]
ძვ. წ. 150 დაქორწინდა ალექსანდრე I ბალას და ჰყავდა მასთან შვილი ანტიოხოს VI დიონისე. მისი მეორე მეუღლე იყო დემეტრიოს II. ნიკატორი, რომელთანაც ძვ. წ. 148 დაქორწინდა. ამ ოჯახიდან მათ ჰყავდათ ვაჟები, სელეუკოს V. პჰილომეტორი, ანტიოქოს VIII. კრიპტოსი და ერთი ქალიშვილი სახელად ლაოდიკე. დემეტრიოსი ერთ-ერთი ბრძოლის დროს დააპატიმრეს და 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პატჰეს სახელმწიფოს პატიმრობაში .
თეას მესამე მეუღლე, რომელზეც დემეტრიოსი პატიმრობის დროს დაქორწინდა, იყო მისი ძმა ანტიოხოს VII სიდეთე; მასთან ჰყავდა ვაჟი ანტიოხოს IX კუზიკენე. სხვა შვილების სახელი კი არ არის დადასტურებული. ანტიოხოს VII პატეს სახელმწიფოსთან ბრძოლის დროს ძვ. წ. 129 დაეცა. დემეტრიოსი იქნა განთავისუფლებული და მან დაიბრუნა მართველობა და მისი მეუღლე.
დემეტრიოსი ყველა ძალით ცდილობდა ეგვპტის მართველობა ჩაეგდო ხელში, მაგრამ ალექსნდრე II ზაბინასი, ალექსანდრე I ვაჟი, რომელიც ეგვიპტის სახელმწიფომ დანიშნა საპირისპირო ხელმწიფედ, მოახდინა რევოლუცია. წაგებული დემეტრიოსი უკან დაუბრუნდა პტოლემეუს სახელმწიფოს, მაგრამ მას და კლეოპატრას დახვდათ კარები დახურული. დემეტრიოსი აპირებდა გაქცევას გემით, მაგრამ კლეოპატრის ბრძანებით ის მოკლული იქნა.
ძვ. წ. 125 კლეოპატრა მარტოკა მართავდა სირიის სახელმწიფოს და მოკლა დემეტრიოს უფროსი ვაჟი სელეუკოს V, რომელიც აპირებდა მართველობის დაპყრობას. მისი სახელმწიფოს ლეგიმიტირებისათვის მან თავის ვაჟთან, ანტიოქოს VIII კრიპტოსი დაისვა მართველობის გვერდით.
ანტიოხოს VIII-ს ვერ აკონტროლებდა კლეოპატრა და მან დააპირა, რომ ისიც მოეცილებინა. როდესაც ის ნადირობიდან დაბრუნდა, კლეოპატრამ მიართვა ჭიქა ღვინო, რამაც ის დააეჭვა, ვინაიდან მისგან ეს მოულოდნელი საქციელი იყო, და აიძულა კლეოპატრას თვითონვე დაელია თავისივე შხამიანი ღვინო.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Felix Stähelin: Kleopatra 24. In: Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). Band XI,1, Stuttgart 1921, Sp. 785–787.
- Werner Huß: Ägypten in hellenistischer Zeit 332–30 v. Chr. C.H.Beck, München 2001, ISBN 3-406-47154-4, S. 584 f., 613 ff.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კლეოპატრა თეა“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Aidan Dodson, Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, 2004
- ↑ 2.0 2.1 Cleopatra Thea დაარქივებული 2016-07-01 საიტზე Wayback Machine. by Chris Bennett