შინაარსზე გადასვლა

კიმ კი დუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმი, ხოლო სახელი — კი დუკი.
კიმ კი დუკი
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1960
სამხრეთი კორეა
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 2020 (59 წლის)
რიგა, ლატვია
რეზიდენცია სამხრეთ კორეა
საქმიანობა რეჟისორი

კიმ კი დუკი (კორ. 김기덕; დ. 20 დეკემბერი, 1960, სამხრეთი კორეა — გ. 11 დეკემბერი, 2020, რიგა, ლატვია)[1][2]კორეელი რეჟისორი, მოღვაწეობდა არტ ჰაუზში.

9 წლის ასაკში მისი ოჯახი სეულში გადავიდა. მანამდე 9 წელი ბუნებაში გაატარა. სრული საშუალო განათლება არ მიუღია. 15 წლისამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 21-26 წლამდე სამხედრო სამსახურს იხდიდა. 26 წლისამ დაიწყო უსინათლოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ეკლესიაში მუშაობა.

30 წლის ასაკში პარიზში წავიდა. ეს იყო დრო, როდესაც პირველად ნახა კინო. მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმებმა „კრავთა დუმილი“ ენტონი ჰოპკინზის მონაწილეობით და ლეო კარაქსის ფილმმა „შეყვარებულები პონტ ნოფიდან“. ასევე ემირ კუსტურიცასა და შოჰეი იმამურას შემოქმედებამ. ფილმების გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო. კინოს, როგორც პროფესიას, არ დაუფლებია. 13 წლის განმავლობაში გადაიღო 15 ფილმი.

მის ფილმებს ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე აქვთ მიღებული ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „현지 언론 "김기덕 감독, 라트비아서 코로나19로 사망" [Local media "Director Ki-deok Kim dies of Corona 19 in Latvia"]. news.jtbc.joins.com (კორეული). 2020-12-11. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „Korean filmmaker Kim Ki-duk dies from Covid-19 complications in Latvia“. lrt.lt (ინგლისური). 11 December 2020. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)