კვირიას ხატი (ორხევი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიას ხატი.

კვირიას ხატი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. მთლიანად ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი, კონქისგან და ჩრდილოეთ კედლიდან მხოლოდ ნაწილი შემორჩა. შესასვლელი, რომლის აღმოსავლეთ წირთხლიღაა შემორჩენილი, სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნით სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სამკუთხათაღიანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, შემორჩენილია ტრაპეზის ნაწილი. აფსიდი დასრულებულია მოგვიანებით ნაწყობი, არაწესიერი ფორმის კონქით. აფსიდის ორივე მხარში კოჭის თითო ბუდეა.

ეკლესიას სამხრეთიდან სწორკუთხოვანი მინაშენი ეკვროდა. შემორჩენილია მისი აღმოსავლეთ კედელი და კამარის მცირე ნაწილი. აღმოსავლეთ კედლის ღერზძე გაჭრილია სარკმელი, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]