შინაარსზე გადასვლა

კეიტ ბოსუორთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიტ ბოსუორთი

კეიტ ბოსუორთი 2012 წელს
დაბადების სახელი კეთრინ ენ ბოსუორთი
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1983
ლოს-ანჟელესი, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997–დღემდე

კეთრინ ენ „კეიტ“ ბოსუორთი[1] (ინგლ. Kate Bosworth; დ. 2 იანვარი, 1983) — ამერიკელი კინომსახიობი. ბოსუორთმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, სადაც შეასრულა ბელა ბენქსის როლი.[2] 2002 წელს ითამაშა ფილმში „ცისფერი სიამოვნება“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „უონდერლენდი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ველ კილმერი, ხოლო 2006 წელს კევინ სპეისისთან ერთად ითამაშა ფილმში „ზღვასთან“. 2008 წლის იანვარში ბოსუორთი გახდა ამერიკული დიზაინ-სტუდიის Calvin Klein-ის სახე.

კეიტ ბოსუორთი დაიბადა 1983 წლის 2 იანვარს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, დედამისის — დიასახლისის პატრისიის და მამამისის — ყოფილი ტოპ-მენეჯერის ჰაროლდ ბოსუორთის ოჯახში.[3][4] ექვსი წლის ასაკში ოჯახმა დატოვა სან-ფრანცისკო. ჰაროლდ ბოსუორთის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა ქვეყანაში.[3] კეიტი ძირითადად გაიზარდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებში).[3] ბოსუორთი ყოველთვის იყო დაინტერესებული საცხენოსნო სპორტით.[3][5] იგი დაიბადა ჰეტეროქრომიით, რის გამოც მარჯვენა თვალი ყავისფერი აქვს, ხოლო მარცხენა თვალი — ცისფერი ფერის.[6]

ბოსუორთის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „ცხენების მომთვინიერებელი“, რომელიც კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.[7] 2000 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, თუმცა მომდევნო ხანში სერიები გაუქმდა.[6] იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ტიტანების გახსენება“.[2] 2001 წელს ბოსუორთი საცხოვრებლად გადადის ლოს-ანჟელესში. 2002 წელს გადაიღეს ფილმში „ცისფერი ტალღა“. ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა პიტერ ტრევერსმა ფილმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბოსუორთი არის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ვარსკვლავი..“.[8] საერთო ჯამში ფილმს დადებითად შეხვდნენ და აშშ-ში ფილმმა მოაგროვა $40 მილიონი აშშ დოლარი.[9] „ცისფერი სიამოვნება“-ში წარმატებული როლის შესრულების შემდეგ ბოსუორთმა ითამაშა ფილმებში „სექსის წესები“ (2002) და „უონდერლენდი“ (2003).

2004 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „შეხვედრა ვარსკვლავთან“, რომელიც გაკრიტიკდა და ამასთანავე ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე წელს განასახიერა სანდრა დის სახე ფილმში „ზღვასთან“, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მარცხი განიცადა. ბოსუორთი იყო Revlon-ის სახე, ხოლო FHM-ის გამოკითხვაში „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები“ — დაიკავა მე-60 ადგილი.[10]

2006 წელს ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“,[11] რომელიც ძირითადად დადებითად შეფასდა.[12] ამავე წელსვე სიგურნი უივერთან ერთად როლი შეასრულა ფილმში „გოგონა პარკში“. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „21“ და „მეომრის გზა“. არის ნებაყოფლობითი ორგანიზაციის Appalachia Service Project-ის წევრი.[13]

2002-2006 წლებში ბოსუორთი ხვდებოდა მსახიობ ორლანდო ბლუმს.[6][14][15] 2006-2009 წლებში ხვდებოდა ჯეიმზ რუსოს, რომელმაც ბოსუორთისთვის დაწერა სიმღერა „To Make You Mine“. ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე მსახიობთან ალექსანდრე სკარსგორდთან.[16]. კეიტ ბოსუორთი ქორწინებაში იმყოფება მაიკლ პოლიშთან.[17]

ფილმოგრაფია
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1997 მეშვიდე ცა სტუდენტი ეპიზოდი: "ვინ იფიქრებდა?"
ეპიზოდი: "ვინ ლაპარაკობს?"
1998 ცხენების მომთვინიერებელი ჯუდითი
2000 ახალჩამოსულები კორტნი დოჰერტი
2000 ტიტანების გახსენება ემა ჰოიტი
2000 ახალგაზრდა ამერიკელები ბელა ბენქსი 8 ეპიზოდი
2002 ცისფერი ტალღა ენ მარი ჩედვიკი
2002 სექსის წესები კელი
2003 უონდერლენდი დაუნ შილერი
2004 შეხვედრა ვარსკვლავთან როზალი ფატჩი
2004 ზღვასთან სანდრა დი
2005 ფუტკრების სეზონი ჩალი
2006 სუპერმენის დაბრუნება ლოის ლეინი
2007 გოგონა პარკში ლუიზა
2008 21 ჯილი
2010 მკვდარი ცუდი ობერტონები მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2010 სულელები მერჯი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო
2010 მეომრის გზა ლინი
2011 პატარა ჩიტები ბონი მიულერი
2011 ნათესავები ალისა
2011 საუკეთესო მეგობრები და ბავშვი დინა
2011 თივის ძაღლები ემი სამერი
2012 კინო 43 არლენი
2013 შიდა ფრონტი კესი ბოდინი
2014 ჯერ კიდევ ელისი ანა ჰოულანდ-ჯოუნზი
2015 ამნეზიური ჰილარი
2015 სიცოცხლე ზღვარზე ბეილი
2015 90 წუთი სამოთხეში ევა პაიპერი
2015 ძარცვა სიდნი სილვა
2016 სანამ გავიღვიძებ ჯესი
2017 სტივ მაკ-კუინის ძებნა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Her middle name is "Ann" rather than "Anne". State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Lists Catherine Ann Bosworth born January 2, 1983 in Los Angeles, California. At Ancestry.com
  2. 2.0 2.1 Hello Magazine Filmography — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Hello Magazine Profile — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  4. Coleman, Sandy (2002-09-01). „THREAT OF BRUSH FIRES REMAINS“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2010-09-02. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  5. Bosworth Gives Up Her Horse Riding Dream. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 7, 2006.
  6. 6.0 6.1 6.2 Kate Bosworth. People.com. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  7. Horse Whisperer, The (1998): Reviews. Metacritic (1998-05-15). ციტირების თარიღი: 2009-08-12.
  8. Travers, Peter (2002-09-05). „Blue Crush“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-27. ციტირების თარიღი: 2009-08-12.
  9. Business Data for Blue Crush (2002). IMDB.com. ციტირების თარიღი: May 25, 2006.
  10. Soriano, César G. (2005-03-23). „Jolie sizzles atop 'FHM' sexiest list“. USA Today. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  11. Kate Bosworth is the New Lois Lane in "Superman Returns. clickthecity.com (2006-06-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2007-08-17.
  12. Superman Returns (2006): Reviews. Metacritic (2006-06-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-21. ციტირების თარიღი: 2008-11-14.
  13. Kate Bosworth Biography. Celebrity Elle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  14. Love At First Sight For Bloom. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 6, 2006.
  15. Orlando Bloom, Kate Bosworth Split Up. People (2005-01-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
  16. Alexander Skarsgard and Kate Bosworth Split : People.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-09. ციტირების თარიღი: 2012-01-22.
  17. Kate Bosworth: Married to Michael Polish!.