შინაარსზე გადასვლა

გოგონა პარკში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გოგონა პარკში
The Girl in the Park“
რეჟისორი დევიდ ობერნი
პროდიუსერი ბრაიან ფირსტი
შონ ფირსტი
სცენარის ავტორი დევიდ ობერნი
როლებში სიგურნი უივერი,
კეიტ ბოსუორთი,
კერი რასელი
ელიას კოტეასი
კომპოზიტორი თეოდორე შაპირო
გამოსვლის თარიღი 2007
ხანგრძლივობა 109 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური

გოგონა პარკში (ინგლ. The Girl in the Park) — რეჟისორ დევიდ ობერნის კინოდრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ: სიგურნი უივერი, კეიტ ბოსუორთი, კერი რასელი და ელიას კოტეასი. ფილმის მთავარი გმირია ჯულია სანდბურგი, რომელიც ერთ-ერთ პარკში 3 წლის გოგონას დაკარგავს; უცნაურ ვითარებაში გოგონა გაუჩინარდება. მრავალი წლის მანძილზე ჯულიას ქმარი და შვილი წარუმატებლად ცდილობენ მის გამხნევებას. გაივლის 16 წელი, როდესაც ერთ-ერთ კაფეში ჯულია ახალგაზრდა გოგოს შენიშნავს სახელად ლუიზას, რომლის გაცნობამ საკუთარი დაკარგული ქალიშვილის პოვნის იმედს დაუბრუნებს.

ფილმის გადაღებები დაიწყო ნიუ-იორკში 2006 წლის 13 ნოემბერს. ფილმის გადაღების დასრულება დაგეგმილი იყო 2006 წლის 21 დეკემბრისათვის. 2007 წლის 9 სექტემბერს შედგა ფილმის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]