შინაარსზე გადასვლა

კბილთეთრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კბილთეთრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Crocidura

კბილთეთრა (ლათ. Crocidura) — ძუძუმწოვრების გვარი ბიგასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 4-10 სმ. გავრცელებული არიან უმთავრესად აფრიკაში, აგრეთვე ევროპასა და აზიაში. საქართველოში კბილთეთრას 5 სახეობაა, რომლებიც ბინადრობენ ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, მთის ხევებსა და ხრემებში, ზოგჯერ ადამიანის სამოსახლოს მახლობლად. გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 2200 მ-მდე. იკვებებიან მწერებით, მათი მატლებით, მოლუსკებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვთ.