კახა გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახა გაბუნია
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1964
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კახა გაბუნია (დ. 6 სექტემბერი, 1964, თბილისი, საქართველო) — ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციოლინგვისტი, მეორე ენის სწავლების ექსპერტი და მულტილინგვური განათლების ექსპერტი. 1998 წელს გახდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1985-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი და უფროსი მეცნიერი. 1993-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტი. 1989 წელს დაიცვა საკანდიტო, ხოლო 1997 წელს სადოქტორო დისერტაცია. 2001-2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის დოცენტი და საქართველოს ენის სახელმწიფო აპარატის მთავარი კონსულტანტი.

2004 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის კოორდინატორი. 2001-2007 წლებში გადიოდა ტრენინგების კურსს ქართულის, როგორც მეორე ენის სწალების მიმართულებით, რომელიც ეუთოს ეუუკ-ის პროექტის ფარგლებში იმართებოდა.

ამასთანავე 2005 წლიდან დღემდე არის კავშირ "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ევროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დაარქივებული 2021-09-06 საიტზე Wayback Machine. " დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, რომლის ფარგლებშიც ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით 30-ზე მეტ საერთაშორისო პროექტებში მიიღო მონაწილეობა. 2010 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს მულტილინგვური განათლების საბაკალავრო პროგრამას. 2012-2016 წლებში კი გადიოდა ტრენინგების ციკლს მულტილინგვური განათლების მიმართულებით პროგრამა ტემპუსის პროექტის ფარგლებში.

კახა გაბუნიას შრომები ეხება ენათმეცნიერებას, განსაკუთრებით კი მორფოლოგიას, სინტაქსსა და შედარებით ენათმეცნიერებას. 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიების, 30-ზე მეტი სახელმძღვანელოსა და 6 მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობდა უამრავ სამეცნიერო გრანნტებსა და პროგრამებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალ „მულტილინგვური განათლების“ რედაქტორი (2012)
  • ჟურნალ „ბილინგვური განათლების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, რედაქტორის მოადგილე (2009-2011)
  • ჟურნალ „მერმისის“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე (2004-2005)
  • ჟურნალ „ბურჯი ეროვნებისას“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, რედაქტორის მოადგილე (1996-2000)
  • ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების წევრი (1996)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრუნვათა სისტემები ქართველურ ენებში : დიაქრონიული ანალიზი (ავტორი). - თბილისი, საიმედო, 2007. - 208გვ.
  • ქართული ენა : სავარჯიშოების კრებული : მე-7 კლასი (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2000. - 108გვ.
  • ქართული ენა : სავარჯიშოების კრებული : მე-5 კლასი (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2000. - 100გვ.
  • ზმნისართის წარმოება და ფუნქციები ქართველურ ენებში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1993. - 176გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახა გაბუნია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

კახა გაბუნია — CURRICULUM VITAE, თსუ