შინაარსზე გადასვლა

კაჩაისკოე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაჩაისკოე
Качайскае
კოორდინატები: 52°42′40″ ჩ. გ. 26°24′14″ ა. გ. / 52.7112500° ჩ. გ. 26.4040278° ა. გ. / 52.7112500; 26.4040278
მდებარეობა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ტერიტორიული ერთეული ბრესტის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 155,9 
სიგრძე 0,5 კმ
სიგანე 0,45 კმ
ფართობი 0,17 კმ²
მოცულობა 0,00024 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1,51 კმ
საშუალო სიღრმე 1,44 
მაქსიმალური სიღრმე 2,3 
ჩამდინარე მდინარეები ვიდრანკა
გამომდინარე მდინარე ვიდრანკა
კაჩაისკოე — ბელარუსი
კაჩაისკოე

კაჩაისკოე (ბელარ. Качайскае) — ტბა ბელარუსში, ბრესტის ოლქის განცევიჩის რაიონში. მდებარეობს 5 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ განცევიჩიდან და 10 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ ხოტინიჩიდან, კაჩაის ჭაობსა და იაზვინოს მიჯნას შორის. მიეკუთვნება მდინარე ცნის აუზს.

ტბის ზედაპირის ფართობია 0,17 კმ², სიგრძე — 0,5 კმ, სიგანე — 0,45 კმ. მაქსიმალური სიღრმე — 2,3 , საშუალო — 1,44 მ. სანაპირო ხაზის სიგრძე — 1,51 კმ. წყლის მოცულობა — 0,24 მლნ მ³.

ტბა მრგვალი ფორმისაა. სანაპირო ქვიშიანია, დაბალი, გავრცელებულია ბუჩქნარი და მეჩხერი ტყე. ტბის გავლით მიედინება მდინარე ვიდრანკა, რომელიც კაჩაისკოეს აერთებს გორნოეს ტბასთან. მცენარეულობით ზომიერადაა დაფარული.

ტბაში გავრცელებულია ქორჭილა, ნაფოტა, კაპარჭინა, წერი, ლოქორია და სხვა თევზის სახეობები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]