შინაარსზე გადასვლა

კარლ ალბრეხტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარლ ალბრეხტი (გერმ. Karl Albrecht; დ. 20 თებერვალი, 1920, ესენი, გერმანია — გ. 16 ივლისი, 2014, იქვე) — გერმანელი მრეწველი, მილიარდერი, ყველაზე მდიდარი ადამიანი გერმანიაში. ძმასთან (თეო ალბრეხტი) ერთად გერმანიის უდიდესი დისქაუნტერის „ალდის“ მფლობელი. 2014 წლის თებერვლის მონაცემებით იყო მსოფლიოს 21-ე უმდიდრესი ადამიანი.

კარლ ალბრეხტის მამა პროფესიით მეშახტე იყო, შემდგომში პურის საცხობში მუშაობდა დამხმარედ. დედა მცირე სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო ესენის მუშათა უბან შიონებეკში. კარლმა პროფესიული განათლება მიიღო საკონდიტრო ნაწარმის დარგში და 1946 წელს ძმასთან ერთად მშობლების მაღაზიის მართვა გადაიბარა. 1961 წელს ძმებმა „ალდის“ (ალბრეხტ-დისქაუნტი) პირველი ცენტრი გახსნეს.

კარლ ალბრეხტი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. მის ჰობი არის გოლფი. მას ეკუთვნის სასტუმრო „იოშბერგჰოფი“ გოლფის მინდვრებით და ამასთანავე გატაცებულია ორქიდეების გამოყვანით. იგი დაქორწინებულია, ჰყავს 2 შვილი და ცხოვრობს დონაუეშინგენში.

1994 წელს კარლ ალბრეხტი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნეს და „ალდის“ დირექტორიის თავმჯდომარედ დარჩა. 2002 წელს იგი საერთოდ წავიდა ბიზნესიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]