კარენ ანდრეასიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარენ ანდრეასიანი
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1977(1977-09-10) (46 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და ოქსფორდის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი

კარენ ანდრეასიანი (სომხ. Կարեն Անդրեասյան; დ. 10 სექტემბერი, 1977, ერევანი) — სომეხი იურისტი, პოლიტიკოსი. 2021 წლის 3 აგვისტოდან არის სომხეთის იუსტიციის მინისტრი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეასიანი 1994-1999 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. არის წარჩინებული კურსდამთავრებული. 1999-[[2002] დოქტორანტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალზე. 1999 წელს სწავლობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართალი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. 1999 და 2001 წლებში გადიოდა ტრენინგებს ოქსფორდის უნივერსიტეტში დიდ ბრიტანეთში, ინფორმაციული სამართლის კურსებზე. 2001 წელს გაიარა ორთვიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ადვოკატირებაში კანადის ადამიანის უფლებათა ცენტრში, მონრეალში. 2003, 2005 და 2007 წლები გაიარა ნიდერლანდების სამეფოს ევროპული ჟურნალისტური ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები ინფორმაციული სამართლის, საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტური ეთიკის შესახებ.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს იყო ერევნის მუნიციპალიტეტის კომუნალური მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის პირველი კლასის სპეციალისტი. 1997-1998 წლებში ასწავლიდა ადამიანთა უფლებებს 120-ე საშუალო სკოლაში. 1998-1999 წლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საგარეო საქმეთა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთარგმნელის თანაშემწე. 1999 წელს ავანისა და ნორ-ნორკის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე. 1999-2001 წლებში იყო ადმინისტრაციული სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის აკადემიის სამართლის პროფესორი. 2000 წ. - სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორი პრო ბონო იურიდიული მომსახურების დირექტორი. 2001 - სამოქალაქო განათლების პროგრამის პროექტის კოორდინატორი. 2001-2002 წლებში - არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერნიუსის" იურისტი. 2001-2007 წლებში - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და ინფორმაციული სამართლის პროფესორი (2005 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური წოდება). 2003 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალურ-სამართლებრივი კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2003-2004 წლებში იუო საერთაშორისო ექსპერტი და კონსულტანტი საერთაშორისო ორგანიზაცია „მე-19 მუხლში“, რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო საზოგადოების „ღია საზოგადოების ინიციატივა“, უნგრეთში და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამა, ბულგარეთი. 2003-2004 წლებში ადამიანის უფლებების ტრენერი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სემინარებისთვის, რომელიც ჩატარდა „აფხაზეთში“, „სამხრეთ ოსეთსა“ და „მთიან ყარაბაღში“. 2005-2008 წლებში იურისტი, მოგვიანებით მთავარი იურისტი და ამის შემდეგ დირექტორის მოადგილე ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია „ბარში“. 2006-2007 წლებში სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მრჩეველი. 2007 წელს მიჰყვავდა სატელევიზიო გადაცემა „ქვეყნის საკითხი“ Yerkir Media TV–ზე. 2009-2010 წლები - სომხეთის ტელევიზიის გადაცემა „რეალობაში“-ს დამფუძნებელი და წამყვანი. 2008-2009 წლებში ინფორმაციული სამართლისა და გამოძიების ჟურნალისტიკის კონკურსების ორგანიზატორი ჟურნალისტიკისა და სამართლის სტუდენტებს შორის, ევროპის ჟურნალისტიკის ცენტრთან ერთად. 2008-2010 წლებში იურისტთა ფირმა „DEFENSE“-ის ხელმძღვანელი. 2011-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველი. 2016-2021 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი და კონსულტანტი, Checchi and Company Consulting, Management Systems International (MSI), ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი, „მელტ ბანკი“ CJSC, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საგამოძიებო ჟურნალისტიკა უკეთესი ინფორმირებული მოქალაქეებისათვის, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სომხეთის ინფორმაციის თავისუფლების ცენტრი“ ევროკავშირის თანადაფინანსებით. 2017-2021 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2021 წლის 3 აგვისტოდან სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა სომხეთის იუსტიიის მინისტრის თანამდებობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის ადვოკატთა პალატის წევრი 2006 წლიდან. ოცამდე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის, სასწავლო სახელმძღვანელოს და სხვა ნაშრომის ავტორი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქორწინებულია. ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]