კარდამონის მთები
იერსახე
კარდამონის მთები — მთები ინდოეთის სამხრეთით, დასავლეთ გატების სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 2019 მ-მდე (მთა კოტაიმალაი). უმთავრესად აგებულია გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. კალთები ციცაბოა და ღრმა ხეობებით არის დანაწევრებული. შემოსილია ნოტიო ტროპიკული ტყით. არის ჩაისა და კაუჩუკის პლანტაციები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 398.