კალმარის თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალმარის თამაში
ჟანრი სათავგადასავლო, ბოევიკი, გადარჩენის სიმულაცია, თრილერი, დრამა
მონაწილეობენ ლი ჯონ ჯე
პაკ ჰე სუ
ო იონ სუ
ვი ჰა ჯუნი
ჩონ ჰო იონი
ჰო სონ ტჰე
ანუპამ ტრიმატი
კიმ ჯუ რიონი
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ენა კორეული
სეზონი 1
სერია 9
წარმოება
ხანგრძლივობა 32-63 წუთი
რესურსები ინტერნეტში
საიტი

კალმარის თამაში (კორ. 오징어게임) — სამხრეთკორეული ვებ-სერიალი, სათავგადასავლო ბოევიკის, გადარჩენის სიმულაციის, თრილერისა და დრამის ჟანრში. ცხრავე ეპიზოდის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჰვან დონ ჰიოკი. მთავარ როლებში თამაშობენ: ლი ჯონ ჯე, პაკ ჰე სუ, ო იონ სუ, ვი ჰა ჯუნი, ჩონ ჰო იონი, ჰო სონ ტჰე, ანუპამ ტრიმატი და კიმ ჯუ რიონი. სერიალი არის ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც ფულის საჭიროების გამო მონაწილეობას იღებენ ფარულ ტურნირში გადარჩენაზე, რომელშიც ფინალური საპრიიზო ფონდი 45,6 მილიარდ ვონს (38,5 მილიონ აშშ დოლარი) შეადგენს.

ჰვან დო ჰიოკმა სერიალის ძირითადი იდეა საკუთარი ახალგაზრდობების ფინანსური პრობლემებიდან და სამხრეთ კორეაში არსებული კლასთაშორისი განსხვავებულობის შედეგად მოიფიქრა. ჰვანს სცენარი კერ კიდე 2008 წელს ჰქონდა დაწერილი, თუმცა პროექტის განსახორციელებლად რეჟისორს ვერ პოულობდა სანამ მისით 2019 წელს კომპანია Netflix არ დაინტერესდა უცხოენოვან სერიალთა წარმოების გაზრდის სტრატეგიის ფარგლებში. სერიალმა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსები აქებდნენ სამსახიობო ოსტატობას, იდეის ორიგინალურობას, ვიზუალურ სტილს, მუსიკასა და თემატიკას. კალმარის თამაში მსფოლიოს ოთხმოცდაათ ქვეყანაში ყველაზე ყურებად სერიალად იქცა, მათ შორის ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში.[1] პრემიერიდან ოთხი კვირის განმავლობაში სერიალს 142 მილიონი მაყურებელი ჰყავდა და ის ოფიციალურად იქცა Netflix -ის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ სერიალად.

სერიალის ინგლისურენოვანი ლოგოტიპი

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხას ორმოცდათექვსმეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ფინანსურ კრიზისშია, იღებს მოწვევას ფარულ ტურნირში სათამაშოდ, გადარჩენაზე. მას შემდეგ, რაც თამაშს ეთიშება ერთი მოთამაშე საპრიზო ფონდი იზრდება ასი მილიონი ვონით. ტურნირის გამარჯვებული კი მიიღებს 45,6 მილიარდ ვონს (38,5 მილიონ აშშ დოლარი), თუმცა ფსოები თამაშში სასიკვდილოდ მაღალია.[2][3]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსტიუმები, დეკორაცია და გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა 2020 წლის ივნისიდან ოქტომბრადმე, რა დროსაც ერთი თვის განმავლობაში იძულებით მოხდა გადაღებების შეჩერება პანდემიური ვითარების გამო.[4] გამომდინარე იქიდან, რომ Netflix ორიენტირებული იყო მიზნად ისახავდა გლობალური მაყურებლის აუდიტორიის შეკრებას, მან აქცენტი სერიალის ვიზუალურ მხარეზე გაკეთა ხოლო კორეული თამაშის წესები მაქსიმალურად გაამარტივა, რათა თავიდან აეცილებინა ენობრივი ბარიერები. ნათელი დეკორაციები და კოსტუმები შექმნილი იყო ფანტასტიკური სამყაროს სტილში. მოთამაშეები და მცველები ატარებენ განსაზღვრული ფერის ტანსაცმელს, რაც მათ ინდივიდუალურობას შლის და ხაზს უსვამს განსხვავებას მხოლოდ ორ ჯგუფსს შორის. მოთამაშეთა ფირუზისფერი კოსტიუმი მიუთითებს 1970-იანი წლების სპორტულ ტანსაცმელზე, რომელიც ცნობილია trainingbok-ის სახელით კორ. 트레이닝복.[5] ლაბირინთის მსგავსი კორიდორებისა და კიბეების შექმნისას შთაგონების წყარო იყო მორის კორნელიუს ეშერის კიბეების 3D კომპიუტერული გრაფიკა. სათამაშო მოედანს, საცხოვრებელსა და ადმინსტრაციულ ოფისს შორის დამაკავშირებელი გვირაბების რთული ქსელი ჭიანჭველების სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალისთვის მუსიკა დაწერა ჩონ ჯე ილმა, რომლემაც მანამდე საუნდტრეკი შექმნა ოსკაროსანი ფილმისთვის „პარაზიტი“.[6] მისი შემოქმედების გარდა საუნდტრეკში შევიდა პაკ მინ ჯუსა და შემსრულებლის სიმღერები, რომელიც ფსევდონიმ „23-ითაა“ ცნობილი. მთელი ეპიზოდების განმავლობაში ასევე გამოყენებულია ორი კლასიკური ნაწარმოები, როგორც მოთამაშეთა ყოველდღიური განრიგი, ესენია: მესამე ნაწილიიოზეფ ფაიდნის კონცერტიდან საყვირისა და ორკესტრისთვის, რომელიც დილით გაღვიძებისას ჟღერს, ხოლო იოჰან შტრაუსის ვალსი „ულამაზეს ლურჯ დუნაიზე“ ახალი თამაშის დაწყების მაუწყებელია. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია კი გამოიყენება ფონურ მუსიკად VIP-დარბაზში.[6]

პრემიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მსოფლიო პრემიერა შედგა 2021 წლის 17 სექტემბერს.

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსთა შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიტზე Rotten Tomatoes სერიალს 94%-იანი რეიტინგი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ სამოცდა ორმა კრიტიკოსმა ის ათიდან 8,2 ქულით შეაფასა. კრიტიკოსთა კონსესუსი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „კალმარის თამაშის სისასტიკე არ არის სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ მწარე სოციალური ანარეკლი და მოულოდნელად რბილი „ბირთვი“ მაყურებლის ინტერესს გამოიწვევს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ თვალის დახუჭვა მოუწევთ.“[7]

საიტზე Metacritic სერიალს ასიდან სამოცდა ცხრა ქულა აქვს, რაც ცამეტი კრიტიკოსის რეცენზიებითაა გამოწვეული და საერთო ჯამში ისინი დადებითია.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. White, Peter. (2021-10-19) 'Squid Game': Netflix Reveals A "Mind-Boggling" 142M Households Have Watched Korean Drama. ციტირების თარიღი: 2021-10-30
  2. Squid Game - (Korean Drama, 2020, 오징어게임). HanCinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-11.
  3. Korean series 'Squid Game' gives deadly twist to children's games. ABS-CBN News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-15.
  4. Ramachandran, Naman. (2021-10-08) ‘Squid Game’ Star Anupam Tripathi on Netflix’s Global Phenomenon: ‘This Was Just The Starting Point’. Penske Media Corporation. ციტირების თარიღი: 2021-10-12
  5. Lee Ho-jae. (2021-10-02) "오징어게임, 동화적 공간서 비극 연출...충격 극대화". ციტირების თარიღი: 2021-10-12
  6. 6.0 6.1 Beek, Michael. (2021-10-18) Squid Game soundtrack: what pieces of classical music are used in Squid Game and who composed the score?. ციტირების თარიღი: 2021-10-21
  7. Squid Game: Season One (2021).
  8. Squid Game: Season 1. Metacritic.com.