კალგურლი (ინგლ.Kalgoorlie) — ქალაქიავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დასავლეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 30 841 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 42-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 299,14 ადამიანს. ფართობი — 103,1 კმ². შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 595 კილომეტრით. კალგურლი მოქცეულია უდაბნოების ტერიტორიაზე. ქალაქის ტერიტორიის აბსოლუტური სიმაღლეა 468 მეტრი. დაარსდა 1893 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ნალექიანობა — 265.6 მმ წელიწადში.