მონდურაჰი (ინგლ.Mandurah) — ქალაქიავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 83 294 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 21-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 781,37 ადამიანს. ქალაქის ფართობია 106,6 კმ². მონდურაჰი 72 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტის, ქალაქ ბანბერის 108 კილომეტრით. მონდურაჰი გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 875,1 მმ-ს.