კალგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალგა (ყირიმ. qalğa, قالغا‎; qalğay, قالغاى‎) — ტიტული ყირიმის სახანოში, რომლის მატარებელიც ითვლებოდა სახანოს ტახტის მემკვიდრედ და ხანის შემდეგ პირველ პირად. კალგას წოდება დაწესდა 1486 წელს, ყირიმის მე-3 ხანის, მენლი I გირეის მმართველობის პერიოდში. კალგას პირადად ხანი ნიშნავდა. ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო გირეის დინასტიის წევრი, არ აქვს მნიშვნელობა ხანის ვაჟი იქნებოდა, ძმა თუ ნათესავი. კალგას ტიტული მატარებელი გირეიები ყირიმში ავტორიტეტით სარგებლობდნენ, განაგებდნენ ხაზინასა და სახელმწიფო საქმეების დიდ ნაწილს. მათი რეზიდენცია იყო სიმფეროპოლის სასახლე. კალგას შემდეგ მესამე პირისა და მეორე მემკვიდრის ტიტული იყო — ნურედინი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Халим Гирей-султан «Розовый куст ханов, или история Крыма», Симферополь, 2008 г. ISBN 978-966-8518-91-1
  • Смирнов В. Д. «Крымское ханство под верховенством Отоманской империи», том 1, Издательский дом «Рубежи Х Х I», 2005 г. ISBN 5-347-00007-4