კაზანტიპი
კაზანტიპი (სტილიზებული KaZantip; ასევე კაზანტიპის რესპუბლიკა, ნარინჯისფერი რესპუბლიკა ან რესპუბლიკა Z) — ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში გაიმართება.[1] დასასწრებ ბილეთებს ეწოდება „viZa“. ფესტივალი გრძელდება 5-6 კვირა, ზაფხულში და მას ყოველწლიურად 150 000 ადამიანი, ე. წ. „paradiZers“-ი სტუმრობს. ფესტივალთან ასოცირებულია ნარინჯისფერებში გადაწყვეტილი მოდისა და ჩემოდნების კულტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალს სახელი ეწოდა კაზანტიპის კონცხისგან, რომლის სიახლოვესაც ის 1995–1999 წლებში ტარდებოდა. ამ პერიოდში, ფესტივალი იმართებოდა ქალაქ შჩიოლკინოს მახლობლად, ყირიმის ატომური ელექტროსადგურის დაუსრულებელი შენობის ტურბინის ჰოლში. 2000 წელს ფესტივალი ვესელეს დასახლებაში გადაიტანეს. 2001 წლიდან კი ტარდებოდა ყირიმის პატარა ქალაქ პოპივკაში. ფესტივალის პრეზიდენტი, შემქმნელი და ინიციატორია ნიკიტა I (ნამდვილი სახელი ნიკიტა მარშუნოკი). საწყის წლებში ფესტივალი ძალზედ მოკრძალებული იყო[2] და არ წარმოადგენდა არაფერს, გარდა სერფინგის მოყვარულთა ყრილობისა, რომლებიც მომქანცველი დღის შემდეგ საღამოობით დროს ატარებდნენ. თუმცა, მოგვიანებით ნიკიტამ გადაწყვიტა სეზონის დასასრულის აღნიშვნისთვის შეემატებინა ტექნო და ტრანს მუსიკა.[3] სწორედ ამ დროს იშვა ფესტივალი თანამედროვე სახით.
იმის გამო, 2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, მაისის დასაწყისში ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2014 წელს ის საქართველოში, ანაკლიაში ჩატარდეს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Johnstone, Sarah; Bloom, Greg (2008) Ukraine, Country Guide Series. Lonely Planet, გვ. 19, 191. ISBN 978-1-74104-481-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website დაარქივებული 2016-12-01 საიტზე Wayback Machine.
- President of The Kazantip Republic: IMS 2011 speech
- "Kazantip: Life with no pants", an article by Resident Advisor's editor Will Lynch დაარქივებული 2013-03-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 (რუსული) Festival "Kazantip" moves to Georgia, Lenta.ru (5 April 2014)
- ↑ "Kazantip Festival - a Way to Success", an article at uPublish.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2014-05-05.
- ↑ An article and a video about KaZantip on Euronews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2014-05-05.