კაბინდა (ქალაქი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაბინდა პორტ. Cabinda | |||
| |||
ქვეყანა | ანგოლა | ||
პროვინცია | კაბინდის პროვინცია | ||
კოორდინატები | 5°33′00″ ს. გ. 12°12′00″ ა. გ. / 5.55000° ს. გ. 12.20000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1883 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1956 | ||
ფართობი | 1823 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 24 მ | ||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური ენა | ||
მოსახლეობა | 399 427 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 219,10 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
კაბინდა (პორტ. Cabinda) — ქალაქი ანგოლაში, კაბინდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 24 მეტრ სიმაღლეზე[1]. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 399 427 ადამიანს[2].
კაბინდაში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი[3]. 2010 წელს ქალაქში ჩატარდა აფრიკის ერთა თასის ტურნირი ფეხბურთში[4].
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ტროპიკულია[3]. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა — 24,6 °С[5]. ნალექების წლიური ჯამია — 958 მმ[5]. მათი ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა მოდის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ყველაზე უფრო ცოტა — ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. ქარის წლის საშუალო სიჩქარეა — 3,8 მ/წმ[5].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1521 წელს ქალაქ კაბინდაში შეიქმნა დიოცეზი, რომელსაც მართავდა ეპისკოპოსი ენრიკე, აფონსუს ვაჟი, კონგოს სამეფოს მმართველი, რომელიც გახდა პირველი აფრიკელი ეპისკოპოსი თვით აფრიკელთა რიგებიდან.
თანამედროვე კაბინდა აშენდა როგორც სოფელი 1883 წელს. მისი უბის გასწვრივი ადგილმდებარეობა იყო საკმაოდ მოხერხებული და ეხმარებოდა ვაჭრობის წარმოებას. ქალაქის სტატუსი კაბინდამ მიიღო 1956 წლის 28 მაისს[3]. 1960 წელს იწყება კომერციული საქმიანობის და პორტის განვითარება, საზოგადოებრივი შენობების, საცხოვრებელი კვარტლების და საავტომობილო გზების მშენებლობა[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამინდის ბაზა: კაბინდა. weatherbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-12.
- ↑ ქალაქი კაბინდა — მოსახლეობა. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-12.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 კაბინდის პროვინცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-12.
- ↑ Cabinda do Maiombe e do petróleo. Jornal dos Desportos (10 იანვარი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-12.
- ↑ 5.0 5.1 5.2 კაბინდა — კლიმატი. Gaisma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-03-12.