იშხანი (ლათ.Salmo ischchan) — თევზიორაგულისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ სევანის ტბაში; სადაც წარმოქმნის 5 რასას. სხეულის სიგრძე აღწევს 35-90 სმ, მასა 16 კგ-მდე. იკვებება უმთავრესად კიბოსნაირებით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია. იყენებენ ნედლს, გაყინულსა და შებოლილს. კარგი სააკლიმატიზაციო ობიექტია. კარგად შეეგუა ისიქ-ქოლის პირობებს. იშხნის ერთ-ერთი რასაა გეგარკუნი, რომელმაც იშხნის განსაკუთრებული ფორმა წარმოქმნა.