იშხანი (თევზი)
იერსახე
| იშხანი | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Salmo ischchan | |||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
|
IUCN 3.1 Critically Endangered : 54923065 | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
იშხანი (ლათ. Salmo ischchan) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ სევანის ტბაში; სადაც წარმოქმნის 5 რასას. სხეულის სიგრძე აღწევს 35-90 სმ, მასა 16 კგ-მდე. იკვებება უმთავრესად კიბოსნაირებით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია. იყენებენ ნედლს, გაყინულსა და შებოლილს. კარგი სააკლიმატიზაციო ობიექტია. კარგად შეეგუა ისიქ-ქოლის პირობებს. იშხნის ერთ-ერთი რასაა გეგარკუნი, რომელმაც იშხნის განსაკუთრებული ფორმა წარმოქმნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 288.
