იქედნე
იერსახე
იქედნე | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავი გველი ანუ შავი იქედნე (Pseudechis porphyriacus) | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Pseudechis | |||||||||||||||||
|
იქედნე (ლათ. Pseudechis) — შხამიანი გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. ზოგიერთი სახეობის სხეულის სიგრძე 3 მ-მდე აღწევს. კვერცხცოცხლადმშობია. გავრცელებულია ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. ცნობილია 4-5 სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია შავი იქედნე (Pseudechis porphyriacus), რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ ავსტრალიაში გვხვდება და ავსტრალიური სამეფო ყავისფერი გველი ანუ მულგა (Pseudechis australis), რომელიც ავსტრალიურ გველებს შორის სიგრძით მეორე ადგილზეა და გავრცელებულია თითქმის მთელს ავსტრალიაში ვიქტორიასა და ტასმანიის გარდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 285.