განხილვა:იქედნე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სურათის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

სურათი არ ვარგა იმიტომ, რომ არ ჩანს გველის სრული შეფერილობა. შავი იქედნეს მუცლის შეფერილობა ”კვასკვასა” წითელია, რის გამოც ეს გველი ძალზედ ადვილი შესაცნობია. სხეულის ზედა ნაწილი მკვეთრი შავია, მუცელი მკვეთრი წითელი. ხომ არ შეგვეცვალა სურათი? --Misho 05:20, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

აქ არის ვიკისაწყობის სურათები, თავად აარჩიე: commons:Category:Pseudechis porphyriacus. - ალ-ო     @ 05:22, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ჩემი ახალი სტატია იქს-ადამიანების წევრთა ჩამონათვალი არ მოგეწონა? აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია გველების ლათინურ სახელწოდებებზე გავაკეთოთ აქცენტი, როდესაც ამა-თუ იმ სახეობაზე გვინდა დაწერა. ვინაიდან მსოფლიოში გველების იმდენი სახეობა და მათი იმდენი განსხვავებული სახელი არსებობს, რომ ვერ აუვალთ, სულ ავირევით ვწუხვარ ხომ მეთანხმები?--Misho 05:30, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ახლა ვნახე. რამდენი გიმუშავია, ძალიან კარგია! :) ისე კომიქსებიდან ქვეწარმავლებზე გადახვედი? :)) ამ თემაზე ჯობია ცანგალას მიმართო - ის ამოწმებს ლათინურ სახელებს ენციკლოპედიაში. ჰო კიდევ, აქ ლათინური სახელებიდან ქართულზე გადამისამართებებს ვაკეთებთ. ისე შტორმის პუნქტუაციების გასწორებას მორჩი? - ალ-ო     @ 05:36, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მივმართავ ცანგალას. არა, ქვეწარმავლებზე, კონკრეტულად კი გველებზე ქართულად ნათარგმნი უამრავი მზა ინფორმაცია მაქვს. ერთი სიტყვით რაღაც მიზეზის გამო 3 თუ 4 წლის წინ დავიწყე გველების შესწავლა და მცოდნე ჰერპერტოლოგის დონემდე ავაღწიე ვიღიმი. თუმცა ეს 1 წელია მაგ საქმეს ასე თუ ისე ჩამოვცილდი და ცოტა არ იყოს მეზარება სტატიების წერა. იმედია, მალე დავიწყებ ვიკიპედიის ”მომარაგებას” ვიღიმი --Misho 05:42, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ისე შენ სულ მეზარება მეზარებას იძახი და მერე ერთბაშად მოაყრი ხოლმე რაღაცეებს :)) შრომამ შექმნა ადამიანი, ხო გახსოვს, თუ ვერ მოუსწარი დიდ მომავალს რომ ვაშენებდით? :) მოკლედ, არ დაიზარო და ის ერთი სტატია გავიტანოთ მთავარ გვერდზე ხარისხიანად. აბა ჰე! :) ა.

ა :) შტორმზე იძახი. მივხედავ მაგ საქმეს. ცოტაღა დამრჩა და ენციკლოპედიურადაც გავმართავ :) --Misho 05:53, 3 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

შესავალში წითელი ბმულებია როა, ისინი უნდა გაალურჯო, თორე ისე კენჭს არ უყრიან. :) ა.