ირლანდიური მგლის მახრჩობელა
წარმოშობის ქვეყანა | ირლანდია | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ირლანდიური მგლის მახრჩობელა (ირლ. Cú Faoil) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ირლანდიაში უძველესი ხანა/XIX საუკუნეში.
ეს კეთილშობილური ჯიში, რომელიც ირლანდიაში თითქმის 2000 წელი არსებობდა, XIX საუკუნის შუახანებში თითქმის მთლიანად გაქრა, შემდგომში ჯიშის აღდგენა მოახერხა ბრიტანული არმიის კაპიტანმა გრემმა.
ირლანდიური მგლის მახრჩობელას კელტები თავდაპირველად მგლებზე სანადიროდ იყენებდნენ, როგორც ჩანს ირლანდიაში ისინი რომაელებმა შეიყვანეს. დღესდღეობით მგლის მახრჩობელა ძალიან ერთგული მოდარაჯეა, თუმცა თავისი ზომების გამო დიდი სივრცე სჭირდება, ამიტომ ქალაქის პირობებს ძნელად ეგუება. ირლანდიური მგლის მახრჩობელა კარგად იტანს სიცივეს, ბავშვებთან და სხვა ძაღლებთან ურთიერთობა არ უჭირს, კარგი მოდარაჯეა.
მისი ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, თავი გრძელი აქვს, უხეში ბალანი თვალების ზევით და ქვედა ყბის ქვევით წაგრძელებულია, თეძოები გრძელი და სწორი აქვს, წინა ფეხები დაკუნთულია, მკერდი ღრმაა, სხეული წაგრძელებულია.