იოანე წარეცი
იოანე წარეცი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1560[1] |
დაბადების ადგილი | ზარი, ხაჩენის სამთავრო |
გარდაცვალების თარიღი | უცნობია[1] |
საქმიანობა | ქრონისტი[1] და ბერი |
ენა | სომხური ენა |
იოანე წარეცი, იოანე წარელი (სომხ. Հովհաննես Ծարեցի) — XVI–XVII საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი. სომხური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ცნობილია მისი ნაშრომი, რომელიც შემონახულია არაქელ დავრიჟეცის „ისტორიათა წიგნში“. იოანე წარეცის თხზულებაში ჩრდილოეთ აზერბაიჯანის პოლიტიკური მოვლენების აღწერასთან ერთად (1571–1599), მოცემულია საყურადღებო ცნობები ქართლის მეფის, სიმონ I-ის ბრძოლების შესახებ ოსმალთა წინააღმდეგ.[2]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ მაისურაძე გ., იოანე წარეცი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 325.