შინაარსზე გადასვლა

ინგლისელი პაციენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ინგლისელი პაციენტი“
The English Patient
ავტორი მაიკლ ონდააჩი
ენა ინგლისური ენა[1]
გამოცემის თარიღი სექტემბერი, 1992
მთარგმნელი მარიამ ჩადუნელი
ქართულად გამოიცა 2015 (გამომცემლობა დიოგენე)
გვერდი 344
წინამორბედი In the Skin of a Lion

ინგლისელი პაციენტი (მშობლიური სახელი ინგლ. The English Patient) — მაიკლ ონდააჩის 1992 წელის რომანი.

ნაწარმოებში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, იტალიაში, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ხდება, სადაც ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი იყრის თავს: ერთიანად დამწვარი და სასწაულებრივად გადარჩენილი მამაკაცი, სათაურში ნახსენები პაციენტი, რომელიც, სავარაუდოდ ინგლისელია; ახალგზარდა კანადელი სამხედრო ექთანი, რომელიც მას უვლის; სიქი ბრიტანული არმიის გამნაღმველი; და კანადელი ქურდი. რომანი აღწერს პაციენტის მდგომარეობას და იმ ემოციურ ეფექტს, რომელსაც მისი ავადმყოფობა მის გარშემომყოფ ადამიანებზე ახდენს.

ონდააჩმა რომანისთვის 1992 წელს ბუკერის პრემია, ხოლო 2018 წელს ოქროს ბუკერის პრემია მიიღო.[2]

რომანის მიხედვით 1996 წელს ფილმი გადაიღეს, რომელმაც რვა ოსკარის ჯილდო დაიმსახურა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]