იბრაგიმ იბრაგიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბრაგიმ იბრაგიმოვი
აზერ. İbrahim İbiş oğlu İbrahimov
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1912(1912-02-28)
დაბ. ადგილი ყარღაბაზარი
გარდ. თარიღი 6 ნოემბერი, 1994(1994-11-06) (82 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი Institute of Mathematics and Mechanics
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

იბრაგიმ იბრაგიმოვი (აზერ. İbrahim İbiş oğlu İbrahimov; დ. 28 თებერვალი 1912, ყარღაბაზარი, ელიზავეტპოლის გუბერნია (ეხლანდელი ფიზულის რაიონი, მთიანი ყარაბაღი — გ. 6 ნოემბერი 1994) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მათემატიკოსი, აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს დაამთავრა ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1939 წ. — მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სადაც გაიარა დოქტორანტურა 1945—1947 წლებში. 1939 წ. იბრაგიმ იბრაგიმოვი გახდა პირველი ვინც დაიცვა საკანდიდატო მინიმუმი აზერბაიჯანში. დისერტაციის თემა იყო: „ზოგიერთი ანალიზის ფუნქციების სისტემათა სისრულე“.

1939—1962 წწ. მუშაობდა აზერბაიჯანულ პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1949 წ. გახდა პროფესორი. 1957 წ. გადავიდა სამუშაოდ აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959 წ. — ჩაუდგა ამ ინსტიტუტს სათავეში.

მუშაობდა ისეთ გამოჩენილ საბჭოთა მათემატიკოსებთან, როგორებიც არიან : მ. კელდიში, ს. ბერნშტეინი, ა. გელფონდი, მ. ლავრენტევი და სხვებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Математики. Механики. Биографический справочник / Сост. А. Н. Боголюбов. — Киев: Наукова думка, 1983. — С. 193. — 639 с.