იბრაგიმ იბრაგიმოვი
იბრაგიმ იბრაგიმოვი | |
---|---|
აზერ. İbrahim İbiş oğlu İbrahimov | |
დაბ. თარიღი | 28 თებერვალი, 1912 |
დაბ. ადგილი | ყარღაბაზარი |
გარდ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1994 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | Institute of Mathematics and Mechanics |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
იბრაგიმ იბრაგიმოვი (აზერ. İbrahim İbiş oğlu İbrahimov; დ. 28 თებერვალი 1912, ყარღაბაზარი, ელიზავეტპოლის გუბერნია (ეხლანდელი ფიზულის რაიონი, მთიანი ყარაბაღი — გ. 6 ნოემბერი 1994) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მათემატიკოსი, აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წელს დაამთავრა ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1939 წ. — მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სადაც გაიარა დოქტორანტურა 1945—1947 წლებში. 1939 წ. იბრაგიმ იბრაგიმოვი გახდა პირველი ვინც დაიცვა საკანდიდატო მინიმუმი აზერბაიჯანში. დისერტაციის თემა იყო: „ზოგიერთი ანალიზის ფუნქციების სისტემათა სისრულე“.
1939—1962 წწ. მუშაობდა აზერბაიჯანულ პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1949 წ. გახდა პროფესორი. 1957 წ. გადავიდა სამუშაოდ აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959 წ. — ჩაუდგა ამ ინსტიტუტს სათავეში.
მუშაობდა ისეთ გამოჩენილ საბჭოთა მათემატიკოსებთან, როგორებიც არიან : მ. კელდიში, ს. ბერნშტეინი, ა. გელფონდი, მ. ლავრენტევი და სხვებთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Математики. Механики. Биографический справочник / Сост. А. Н. Боголюбов. — Киев: Наукова думка, 1983. — С. 193. — 639 с.