იბნ რუსთა
იერსახე
იბნ რუსთა აბუ ალი აჰმად იბნ უმარ (სპარს. احمد ابن رسته اصفهانی), (დ. IX ს. II ნახ. – გ. X ს. I ნახ.) — არაბულენოვანი სწავლული, ენციკლოპედისტი. წარმოშობით სპარსელი.
ავტორია „ძვირფასი ყელსაბამების წიგნისა“, რომლის მხოლოდ მე-7 ტომმა მოაღწია ჩვენამდე. მასში დაცულია საყურადღებო ცნობები შუა საუკუნეების ახლო და შუა აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Крачковский И. Ю., Избр. соч., т. 4, М.-Л., 1957;
- Сведения арабских писателей о Кавказе, Армении и Азербайджане, пер. и прим. Н.А. Караулова, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1903, выпуск 32
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 72.